მომსახურების წესები
სამუშაო ვერსია — გაშვებამდე იურისტმა უნდა გადახედოს.
1. მომსახურება. GeShop აძლევს მაღაზიას ონლაინ საიტს, ადმინს და დამატებით მოდულებს არჩეული ტარიფის მიხედვით.
2. ანგარიში. მფლობელი პასუხისმგებელია პაროლის დაცვაზე და იმ ინფორმაციაზე, რასაც მაღაზიაში ათავსებს.
3. გადახდა. საცდელი 14 დღეა. შემდეგ ტარიფი იხდება წინასწარ, თვეში ერთხელ. გადაუხდელობისას დამატებითი მოდულები იკეტება, მონაცემები ინახება.
4. აკრძალული შინაარსი. კანონსაწინააღმდეგო, ყალბი ან სხვისი უფლებების დამრღვევი პროდუქციის გაყიდვა აკრძალულია; ასეთი მაღაზია შეჩერდება.
5. მონაცემები. თითო მაღაზიის მონაცემები ცალკე ბაზაშია და ეკუთვნის მაღაზიას. წაშლის შემდეგ 30 დღე ინახება.
6. პასუხისმგებლობა. GeShop ცდილობს უწყვეტ მუშაობას, მაგრამ არ აგებს პასუხს მესამე მხარის სერვისების (Facebook, კურიერი, SMS) შეფერხებაზე.